##

დაგვიკავშირდით(+995) 599 90 16 61

იმეილიemctbilisi@gmail.com

მისამართითბილისი, ვაჟა-ფშაველას N56

მის: ვაჟა-ფშაველას N56

emctbilisi@gmail.com

599 90 16 61

599 40 71 73

#

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა, ასევე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 აპრილს დასრულდება

20 მარტის 12:00 საათიდან 5 აპრილის 18:00 საათამდე პრაქტიკოს მასწავლებლებს, მასწავლებლობის მსურველებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს საშუალება ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge
 
სიახლეები: 2017 წლიდან პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება აქვთ საგნის კომპეტენციის გარდა, პროფესიული კომპეტენციაც დაადასტურონ. პედაგოგობის მსურველ აპლიკანტებს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ.
ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა.

მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.
მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე.

×