პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა, ასევე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 აპრილს დასრულდება » EMC, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
##

დაგვიკავშირდით(+995) 599 90 16 61

ელ.ფოსტაemctbilisi@gmail.com

მისამართითბილისი, ვაჟა-ფშაველას N56

მის: ვაჟა-ფშაველას N56   emctbilisi@gmail.com

599 90 16 61    599 40 71 73

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა, ასევე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 აპრილს დასრულდება

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა, ასევე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 აპრილს დასრულდება

კატეგორია: გამოცდები, ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო, საგრანტო

#
20 მარტის 12:00 საათიდან 5 აპრილის 18:00 საათამდე პრაქტიკოს მასწავლებლებს, მასწავლებლობის მსურველებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს საშუალება ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge
 
სიახლეები: 2017 წლიდან პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება აქვთ საგნის კომპეტენციის გარდა, პროფესიული კომპეტენციაც დაადასტურონ. პედაგოგობის მსურველ აპლიკანტებს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ.
ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა.

მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.
მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე.
×