##

დაგვიკავშირდით(+995) 599 90 16 61

იმეილიemctbilisi@gmail.com

მისამართითბილისი, ვაჟა-ფშაველას N56

მის: ვაჟა-ფშაველას N56

emctbilisi@gmail.com

599 90 16 61

599 40 71 73

#

ENGLISH WEKEEND

ENGLESH WEEKEND ბავშვებს,  მოზარდებს, ზრდასრულებს 
ეკონომიკისა  და მენეჯმენტის ცენტრის შემეცნებით -ინოვაციური პროექტი 
გსურთ პირველივე გაკვეთილიდან დაიწყოთ ინგლისურად  საუბარი და  სხვადასხვა სიტუაციებში შეძლოთ დიალოგის წარმართვა?!
პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად  ვიწყებთ  შემეცნებით -ინოვაციურ პროექტს ინგლისურ ენაში  მომავალი  და მოქმედი საქმიანი ადამიანებისთვის. 
პროექტი მიზნად ისახავს  ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებას სწრაფი, მოქნილი,  თანამედროვე მეთოდებით და  გარანტირებული შედეგით. 
მეცადინეობა ჩატარდება შაბათ-კვირას
სწავლის საფასური სულ რაღაც 60 ლარი  
პირველი  გაკვეთილი  უფასოდ!

ENGLESH    WEEKEND   პროექტის მიზანია:  
  • მსმენელებმა პირველივე გაკვეთილიდან დაიწყონ ინგლისურად  საუბარი
  • გაიმდიდრონ ლექსიკა
  • შეისწავლონ  გრამატიკა
  • ისაუბრონ გამართულად და უშეცდომოდ ინგლისურად
  • გაეცნონ   სახელმწიფო და კომერციული ორგანიზაცების მუშაობის სპეციფიკას
  • რეალურ სიტუაციაში შეძლონ სხვადასხვა სოციალურ გარემოში ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია
  • დაეხმაროს მოზარდებს პროფესიის განსაზღვრაში,ზრდასრულებს ახალი პროფესიის არჩევაში

გაკვეთილები ჩატარდება მხიარულ, სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვან  გარემოში, როგორც სასწავლო ცენტრში, ასევე გათვალიწინებული იქნება მსმენელების სურვილი და შეირჩევა ლოკაციები: უნივერსიტეტი, მუზეუმი, აეროპორტი, სასტუმრო, რესტორანი თუ სხვა 
ყოველი განვლილი თემის შემდეგ მათ  შესაძლებლობა მიეცემათ დიალოგები  წარმართონ შესაბამის ლოკაციაში 

თითოეული თემის შესასწავლად განსაზღვრულია ერთი თვე
დასკვნითი გაკვეთილები ჩატარდება შესაბამის ლოკაციაზე
მაგ. ერთი თვის განმავლობაში აეროპორტის სასწავლო პროგრამის შემაჯამებელი გამოკითხვა ჩატარდება აეროპორტში, სადაც მსმენელები მოირგებენ აეროპორტის თანამშრომლების-მფრინავი, ბორტგამცილებელი, მგზავრი, მებაჟე ოფიცრის როლებს და წარმართავენ დიალოგებს.
უნივერსიტეტში-ლექტორი, სტუდენტი, დეკანი, მენეჯერი.
რესტორანში-მიმტანი, ბარმენი, მომხმარებელი, შვეიცარი, მზარეული, მენეჯერი.
სასტუმროში-ადმინისტრატორი, შვეიცარი, სტუმარი,  სტუმრის მიმღები.
მუზეუმში-ადმინისტრატორი, გიდი, სტუმარი, არქეოლოგი.
ბიბლიოთეკაში-ადმინისტრატორი, ბიბლიოთეკარი.
ყოველი განვლილი თემის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.
წარმატებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით!
 
კურსის ხანგრძლივობა სამიდან ექვს თვემდე, ლექცია 1 სთ, ჯგუფში 5-7 მოსწავლე.
იჩქარეთ, მიმდინარეობს  ჯგუფების დაკომპლექტება! 
ჯგუფები  დაკომპლექტდება: 
• 6-9 წელი  
• 10-13 წელი
• 14-17  წელი   
• ზრდასრულთათვის

×