##

დაგვიკავშირდით(+995) 599 90 16 61

იმეილიemctbilisi@gmail.com

მისამართითბილისი, ვაჟა-ფშაველას N56

მის: ვაჟა-ფშაველას N56

emctbilisi@gmail.com

599 90 16 61

599 40 71 73

#

როგორ უნდა გავიაროთ რეგისტრაცია 2017 წლის ეროვნული და საგრანტო გამოცდებისთვის

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპიანი იქნება:აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, 23 თებერვლიდან 31 მარტის 18:00 საათამდე შეეძლებათ. აბიტურიენტმა ამ პერიოდში უნდა მიუთითოს ჩასაბარებელი საგნები - არანაკლებ 4 გამოცდისა (მხოლოდ სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებმა არანაკლებ 3 გამოცდისა, და აგრეთვე მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა - არანაკლებ 1 გამოცდისა).

 

ცნობარის ელექტრონული ვერსია

31 მარტის შემდეგაბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს,20მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა; მაგ.: თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ქიმია, მაგრამ გადაწყვიტა გეოგრაფიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულად შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.).

მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ(20მაისი)საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, მათი არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.

მონაწილეობის საფასურიერთი გამოცდისათვის 10 ლარია.

სტუდენტებმა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის მიზნითუნდა გადაიხადონ საფასური (10 ლარი) და გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ვადებში (31 მარტის 18:00 საათამდე). მონაწილეებმა პირად მონაცემებთან ერთად უნდა მიუთითონ საგანმოცდო ქალაქი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ტესტირება 2017 წლიდან ქართულ ენაზე ჩატარდება.

ინფორმაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ (ტესტის ნიმუშები)


გადახდის შესაძლო საშუალებები დასაბანკო მომსახურების გადასახადი:

 

  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული- საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოსბანკის"სერვისცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზეipay.ge -საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოსბანკის"თვითმომსახურების ტერმინალით-საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge -საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსიის შეძენა შესაძლებელია პრესის

 

ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებშიიხ. მისამართები

×