##

დაგვიკავშირდით(+995) 599 90 16 61

იმეილიemctbilisi@gmail.com

მისამართითბილისი, ვაჟა-ფშაველას N56

მის: ვაჟა-ფშაველას N56

emctbilisi@gmail.com

599 90 16 61

599 40 71 73

ჩვენს შესახებ

     
 შენი გზა წარმატებისაკენ !
     
ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრს უკვე 1000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს სხვადასხვა ორგანიზაციაში,
ისინი წარმატებით მუშაობენ მენეჯერებად, ბუღალტრებად, IT სპეციალისტებად.
დასაქმებულნი არიან საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში - კრედიტორებად, მოლარეებად, ფილიალის მენეჯერებად.
ყველას აინტერესებს, როგორ საქმდებიან ასე სწრაფად და მარტივად ცენტრის კურსდამთავრებულები. 
   
მოკლედ გიამბობთ ჩვენს შესახებ - ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი 2011 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე და უმოკლეს დროში მოახერხა ლიდერი გამხდარიყო ამ სექტორში.
2014 წლის 10 იანვარს ცენტრმა ფუნქციონირება განაგრძო დამოუკიდებელ სამართლებრივ-ორგანიზაციულ ფორმად.
   
მთავარი მიზანი და ამოცანა იყო კვალიფიციური კადრების გადამზადებით დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა ქვეყანაში,
ასევე მოსწავლეთა და აბიტურიენტთა უმაღლესი შეფასებები გამოცდებზე. თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიზანი და ამოცანა მიღწეულია.
უმოკლეს დროში შევძელით, რომ დღეს ჩვენი გადამზადებული 1000-ზე მეტი ახალგაზრდა წარმატებით მუშაობს სხვადასხვა სექტორში
(იხ.ალბომი "ჩვენი დასაქმებული მსმენელები" https://www.facebook.com/pg/traningi/photos/?tab=album&album_id=568417919911230)
   
როგორ მივაღწიეთ ასეთ წარმატებას, როგორ გავახარეთ ჩვენი მსმენელები წარმატებული დასაქმებით და სტუდენტობით?
ცენტრი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიციური კადრებით, სერტიფიცირებული პროფესორ-მასწავლებლებით,
აკადემიური დოქტორებით, პრაქტიკოსი ტრენერებით, რომლებიც მაღალ დონეზე უძღვებიან სკოლის მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადებას,
მასწავლებლების გადამზადებას (როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად) ნებისმიერ სასწავლო დისციპლინაში,
აგრეთვე სხვადასხვა ტრენინგ-კურსებს სტაჟირებითა და დასაქმებით. 
   სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები მოიცავს პრაქტიკულ (80%) და თეორიულ (20%) ნაწილს,
სწორედ ეს არის ჩვენი ცენტრის უპირატესობა, რაც ცოდნას ეფექტურს ხდის და დასაქმებას 100%-ით უზრუნველყოფს.
 
სასერტიფიკატო კურსები გათვლილია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანებისთვის,
ვისაც სურვილი აქვს დასაქმდეს ან გაიუმჯობესოს არსებული პოზიცია.
ვასწავლით ზუსტად იმას, რასაც ითხოვს დამსაქმებელი, ამიტომ ჩვენს კურსდამთავრებულებს არ ჰყავთ კონკურენტი არც ერთ სექტორში, არც ერთ პოზიციაზე.
  გაიცემა საერთაშორისო დონის სერტიფიკატები, რომელიც წარმატებით აღიარეს ევროპის ქვეყნებში.
 
  აქვე გაცნობებთ, რომ ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი ახალ სასწავლო წელს შეხვდა ახალი კურსებით,
  რომელიც მოიცავს სტაჟირებასა და დასაქმების ხელშეწყობას
  ამოირჩიეთ სასურველი პროფესია, შემოგვიერთდით, აიმაღლეთ კვალიფიკაცია და დასაქმდით!
 - საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული კურსი
 - ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით
 - IT ინჟინერია
 - ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტი
 - მარკეტინგი
 - იურიდიული მიმართულება
 - მომზადებას ნებისმიერ უცხო ენაში
 - ოფის მენეჯერისა და მარკეტინგის მენეჯერის ინტეგრირებული კურსი
 აგრეთვე გთავაზობთ:
 - ტრენინგებს ტრენერებისათვის
 - ეფექტური პრეზენტაციის ტრენინგს და პროექტების წერის ტექნიკას
 - ვამზადებთ ნებისმიერი კლასის მოსწავლეს, აგრეთვე საატესტატო, სააბიტურიენტო, სამაგისტრო გამოცდებისთვის
 - მიმდინარეობს სკოლის პედაგოგთა ტრენინგი სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის
 
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრს არ ჰყოლია:
 - არცერთი ჩაჭრილი მოსწავლე
 - არცერთი ჩაჭრილი აბიტურიენტი
 - არცერთი ჩაჭრილი მაგისტრანტი
 
მხოლოდ ორი სახის შემთხვევა პრაქტიკაში:
უფასო ფაკულტეტი ან სახელმწიფო დაფინანსება
 
ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრში ფუნქციონირებს საშაბათო-საკვირაო სკოლა
                        მიიღებიან ბავშვების 4 წლის ასაკიდან!
 
იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" საფუძველზე შედგენილი სასწავლო გეგმა ყმაწვილთათვის
 
 - "დედა ენა" ქართული ანბანი, იაკობ გოგებაშვილის მეთოდი
 - მხატვრული თხზულებები, ხალხური შემოქმედების ნიმუშები, გეოგრაფიული, ისტორიული,
   საბუნებისმეტყველო საინტერესო გაკვეთილები
 - სურვილისამებრ: "საღმრთო ისტორია" - მოთხრობები ბიბლიიდან იაკობ გოგებაშვილის მიხედვით
 
 საშაბათო-საკვირაო სკოლაში ასევე შეგიძლიათ მოემზადოთ ნებისმიერ სასკოლო საგანში I-XII კლასის ჩათვლით.
 და ბოლოს, ცენტრის ყველა მეგობარს, თანამშრომელს, მსმენელს, მოსწავლესა და მათ მშობლებს მადლობას გიხდით ნდობის გამოცხადებისთვის
 გვჯერა, კიდევ ბევრს გავახარებთ სტუდენტობით და წარმატებული დასაქმებით
 
 მუდამ თქვენს სამსახურში,
 ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
 
თბილისი, ვაჟა-ფშაველას 56 (მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორია)
 emctbilisi@gmail.com
 555 50 71 73; 599 90 16 61; 599 40 71 73
 



×